ტოტემი
ეზოთერიკა

“ცხენის” ტოტემი

October 16, 2021
ძალიან ცოტა ცხოველი თუ მოიძებნება ისეთივე ძალის, თავდაჯერებულობისა და მანერების მქონე როგორიცაა ცხენი.იმ შემთხვევაში თუ არ იცოდით, ცხენის სიმბოლოს იმდენნაირი მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ. ცხენის, როგორც სულიერი გიდის დახმარებით თავისუფლების ნამდვილი გემო შეგიძლიათ შეიგრძნოთ და სულისკვეთებით გაემართოთ წინ ახალი თავგადასავლებისაკენ, რადგან რაც უფრო სწრაფად გარბიხართ მით უფრო მარტივად ლახავთ წინაღობებს. როდესაც ცხენია ადამიანის ტოტემი, ეს მეტ თავისუფლებასა და ამტანობაზე მიანიშნებს. ცხენი ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მშრომელი ცხოველი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გაიაროს ყველაზე რთული გზები, გადალახოს დაბრკოლებები და ავიდეს მთებზე. ცხენი განასახიერებს დაბრკოლებების დაძლევას და იმას თუ როგორ იქცევი, როცა წინააღმდეგობას უსწორებ თვალს. ცხენის სიმბოლიზმი ასევე საუბრობს თავისუფლებაზე. ის ფლობს თავისუფლების შეუზღუდავ სურვილს, რადგან ბუნებრივად დაჰყვა ძლიერი და ველური სული, რომელსაც მუდამ სწყურია თავისუფლება.
ცხენის კიდევ ერთი მნიშვნელობა მოგზაურობაა. ჩვეულებრივ, ცხენოსანს ცხენი ზურგით ატარებს, რასაც შემდგომში მოჰყვება სხვადასხვა სახის მოგზაურობა და თავგადასავლები.ეს ნიშნავს, რომ თქვენი სულის განთავისუფლების დრო დადგა. დროა წახვიდეთ თქვენს მოგზაურობაზე და თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიძლიერითა და გამბედაობით დაძლიოთ სირთულეები. ცხენი სულიერი ცხოველის სახით ცდილობს შეგახსენოთ, რომ თქვენ გაქვთ ძალა და მოტივაცია განახორციელოთ ნებისმიერი ჩანაფიქრი. თქვენ სიცოცხლით სავსე ხართ და თქვენ გაქვთ თავისუფლება გააკეთოთ ის, რაც გსურთ! ამ შემთხვევაში, ცხენის სიმბოლიზმი გამცნობთ, რომ თქვენ გაქვთ ძალა, შეცვალოთ ნებისმიერი რამ, რასაც თქვენს ცხოვრებაში აირჩევთ. უფრო მეტიც, გაითვალისწინეთ, რომ ამ ცხოველის ველური თავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს და თქვენი გარშემომყოფების სასიკეთოდ.

ალტერნატიულად, თქვენ მოგეთხოვებათ იმის გაგება, რომ რეალური ძალა არის სიბრძნე, რომელსაც თქვენი მოგზაურობის მთლიანად დამახსოვრებისას ჰპოვებთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ თანაგრძნობა, ზრუნვა, სწავლება, ნიჭისა და შესაძლებლობების გაზიარება ძალაუფლების კარიბჭეა

ამ სულიერი ცხოველის მქონე ადამიანები მუდმივად აღმოჩნდებიან ხოლმე ახალ მოგზაურობაში. ეს ტოტემი გასწავლით ახალი მიმართულებით სიარულს რათა აღმოაჩინოთ თქვენი ძალა და თავისუფლება. ცხენის ტოტემის მქონე ხალხი, როგორც წესი, მეგობრული და თავგადასავალის მოყვარულია.