ტოტემი
ეზოთერიკა

“პანდას” ტოტემი

October 16, 2021
პანდას სიმბოლო იმის მანიშნებელია, რომ მადლიერების გრძნობა ისადგურებს თქვენს გულში და გავსებთ იმ დადებითი ემოციით, რომელიც სასარგებლოა, როგორც გონებისთვის ასევე სულისთვის. კონცენტრირდით მადლიერების გამოხატვაზე იმ საუცხოო ნივთებისთვის, მოვლენებისა თუ ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.უფრო მეტიც, მადლობის გადახდით უფრო მეტად მოიზიდავთ იმას რისთვისაც მადლიერი ხართ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, პანდა გვიბიძგებს გვიყვარდეს ჩვენი ცხოვრება და ყურადღება გავამახვილოთ პოზიტივზე.მიუხედავად ამისა, პანდას სიმბოლო შეგახსენებთ, რომ დროა ჩაუღრმავდეთ სიტუაციას.
როგორღაც ახერხებდით, რომ დინებას მიყოლოდით და მოვლენებს თავისით

პანდას ტოტემის მქონე ადამიანები ხშირად მიდრეკილი არიან უბრალოდ უყურებდნენ მათ გარშემო განვითარებულ დრამას და არ ერეოდნენ მასში. უფრო მეტიც, ხშირად სწორედ პანდას ტოტემის მქონე ადამიანები უსვამენ ამ გაუთავებელ კამათს წერტილს

რამდენიმე ჭკვიანური სიტყვის გამოყენებით. ასეთმა ადამიანებმა იციან როგორ დააბალანსოს პოზიტიური და ნეგატიური ენერგიები. მათ ასევე აქვთ დიდი სულიერი სიბრძნე, როგორც წესი პასიურები არიან და იშვიათად იწყებენ ჩხუბს. ისინი დინებას მიჰყვებიან. ასეთი ადამიანები თბილად იღებენ სხვებს, გარკვეულწილად მორცხვები არიან და სურთ რომ გარშემომყოფებს უყვარდეთ.ადამიანები, რომელთაც სულიერ ცხოველად პანდა ჰყავთ, შესაძლოა ძლიერ მგრძნობიარეები იყვნენ და მიდრეკილნი ემოციური გაუწონასწორობლობისკენ.
ეს ცხოველი ხასიათდება მაღალი სენსიტიურობით და შეიძლება ძალიან დაისტრესოს თუ გარშემო ხმაურია ან მოვლენები სწრაფად ვითარდება. თუ თავს პანდასთან აიგივებთ, მაშინ გარშემო სამყაროსა და ენერგიებში კარგად ერკვევით, მაგრამ დარწმუნდით რომ იცით როგორ უნდა შეინარჩუნოთ ემოციური ბალანსი.კიდევ ერთი მნიშნველოვანი რამ… თქვენი ჩაკრების სიძლიერე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოუვლით საკუთარ ჯანმრთელობას და ამავდროულად ისწავლით ენერგიებთან მუშაობას.პანდა სულიერი ცხოველის სახით გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავამყაროთ ჯანსაღი პირადი ბარიერები, რათა თავს მშვიდად ვგრძნობდეთ და გარშემო სამყაროსთან კარგი დამოკიდებულება გვქონდეს. ეს ცხოველი სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მარტოობაში ატარებს. შესაბამისად, შესაძლოა თქვენც გჭიდებოდეთ პირად ურთიერთობებსა და სოციალურ შეკრებებში გარკვეული დისტანცია. პანდას, როგორც სულიერი ცხოველის გზავნილი ჩვენთვის იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავთან კომფორტში ვიცხოვროთ, არ აქვს მნიშვნელობა მარტო თუ სხვების გარემოცვაში.